14:58 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 16:50:51, 810 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სასკოლო მზაობის ჯგუფის 375 აღსაზრდელს წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო-ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი დასრულდა. სასკოლო მზაობის ჯგუფის 375 აღსაზრდელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ გოჩა ტყეშელაშვილის მიერ შედგენილი წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადასცა.

მომავალ პირველკასელებს წიგნი-რვეული ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და წიგნის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა სოფელ რატევნის საბავშვო ბაღში პირადად მიუტანეს.

წიგნი-რვეული პირველკლასელთათვის საჭირო, საშინაო მეცადინეობისათვისაა შედგენილი და ის ასევე ვიდეოგაკვეთილებსაც მოიცავს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარებს, რომლებიც სკოლისთვის ემზადებიან, ეს პროცესი გავუადვილოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ სასკოლო მზაობის ჯგუფის 375 აღსაზრდელს სპეციალურად პირველკლასელთათვის შედგენილი წიგნი-რვეული საჩუქრად გადავეცით. ვიმედოვნებ, რომ ეს წიგნი ჩვენს მომავალ პირველკლასელებს სწავლის პროცესში აუცილებლად დაეხმარებათ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics