|
2021-07-01 16:10:19, 588 ნახვა
საზოგადოება
2030 წლისთვის, ღვინისა და სხვა ყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების ექსპორტით ქვეყანა 1 მლრდ დოლარ შემოსავალს მიიღებს
მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიის წარმოება გაძლიერდება და მიმართული იქნება ქართული ღვინის, როგორც კატეგორიის ჩამოყალიბებისა და სტრატეგიულ ბაზრებზე მასშტაბური რეალიზაციის ხელშეწყობისკენ. საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, დაგეგმილია ახალი ბაზრების ათვისება: სამხრეთ კორეა, კანადა, სკანდინავიის ქვეყნები და სხვ. ღვინის კერძო ინდუსტრიასთან კოორდინაციით, 2030 წლისთვის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად და ქართული ღვინის ხარისხის მდგრადი უზრუნველყოფის საფუძველზე, ღვინისა და სხვა ყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვებით მიღებული შემოსავალი ქვეყნისთვის 1 მლრდ დოლარს მიაღწევს. ღვინის ეროვნული სააგენტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ქართული ღვინის პოპულარიზაციას 2012 წლიდან ახორციელებს სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში - ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, იაპონია და გერმანია. ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენასა თუ ფესტივალზე. 2012 წლიდან დღემდე, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 1.5 მლნ ლარიდან, 9 მლნ ლარამდე გაიზარდა. შედეგად, 2012 წლიდან დღემდე, დაახლოებით 300%-ით არის გაზრდილი ქართული ღვინის ექსპორტი. 2012 წელს, მსოფლიოს 43 ქვეყანაში ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა შეადგენდა 23 მლნ. ბოთლს, 2020 წლის მონაცემებით კი, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში ექსპორტირებულია 92,4 მლნ ბოთლი ღვინო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)