13:16 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 16:14:26, 788 ნახვა

საზოგადოება
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარაზე გადაცემას ამზადებს

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ 42 წუთიან გადაცემას ამზადებს. “Travel Show”-ს გადამღები ჯგუფის ობიექტივში ბათუმის  საზღვაო ტურისტული პროდუქტები, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაობები და ადგილობრივი სამზარეულო მოხვდა. “Travel Show”-ს ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემაა, რომელიც მაყურებელს ახალი ტურისტული მიმართულებებისა და ადგილების აღმოჩენაში ეხმარება.

აჭარის შემდეგ ჟურნალისტებმა მოგზაურობა გურია-სამეგრელოს მიმართულებით გააგრძელეს. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით 4 დღის განმავლობაში სტუმრობდნენ. ესტონეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ხორციელდებოდა. მიმდინარე წელს, აგვისტოდან ესტონეთიდან ბათუმის მიმართულებით ისევ იგეგმება ჩარტერული რეისების განხორციელება. პირველი ჩარტერული ფრენები ტალინიდან ბათუმში 2019 წლის ივნისში დაიწყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics