14:42 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 18:55:52, 487 ნახვა

საზოგადოება
კახეთში რეგისტრირებულ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმოშობის სერტიფიკატი რეგიონიდან გაუსვლელად აიღონ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გურჯაანში, ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ რეგიონიდან გაუსვლელად - ,,ერთი ფანჯრის პრინციპით" სწრაფად და მარტივად ისარგებლონ ყველა სახის საბაჟო პროცედურით.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ასევე, მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ ადგილზე აიღონ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები.

„ამასთან, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საბაჟო პროცედურებთან და ფორმალობებთან, საბაჟოს დისტანციურ-ელექტრონულ სერვისებთან, სასაქონლო კოდების დადგენასთან, ნებართვა სერტიფიკატის საჭიროების განსაზღვრასთან და საბაჟო გადასახდელებთან დაკავშირებით.

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, მებაჟე-ოფიცრების მიერ, ხილის ექსპორტზე სულ გაფორმებულია 918 საბაჟო დეკლარაცია, მათ შორის ქალაქ გურჯაანში - 75. ამავე პერიოდში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემულია - 346 წარმოშობის სერტიფიკატი (ქართული ხილის ექსპორტზე), საიდანაც 92 გაცემულია გურჯაანში დროებით განთავსებულ საბაჟო გაფორმების ორგანოში.

აქვე გაცნობებთ, რომ ქართული წარმოშობის საქონელი ევროკავშირში, თურქეთის რესპუბლიკაში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, EFTA-ს სახელმწიფოებსა (ისლანდია, ლიხტენშტაინის სამთავრო, ნორვეგიის სამეფო და შვეიცარიის კონფედერაცია) და გაერთიანებულ სამეფოში იმპორტისას ისარგებლებს საგადასახადო შეღავათით (პრეფერენციით) საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენისას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics