22:34 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 16:47:28, 2552 ნახვა

ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევათა დღევანდელი მაღალი მაჩვენებელი, გადამწყვეტი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა  დღევანდელი რიცხვი, რომელიც საკმაოდ მაღალია, გადამწყვეტი არ არის.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ღონისძიებები მაქსიმალურად იყოს შეზღუდული, ან წარმართული იყოს მხოლოდ იმ ნორმების ფარგლებში, რასაც შრომის ინსპექცია მიუთითებს.

„კოვიდსტატისტიკის გაზრდა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია სხვადასხვა შტამზე და ასევე ყველა იმ ღონისძიების ეფექტურ წარმართვაზე, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ღონისძიებები მაქსიმალურად შეზღუდული იყოს, ან წარმართული მხოლოდ იმ ნორმების ფარგლებში, რასაც შრომის ინსპექცია მიუთითებს. დღევანდელი რიცხვი, რომელიც არის საკმაოდ მაღალი, არ არის გადამწყვეტი, ვინაიდან მნიშვნელოვანია დაკვირვება თითეულ ამ ზრდაზე, ორი კვირის განმავლობაში, რაც შემდეგ მოგვცემს გადაწყვეტილების მიღების საშუალებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 678 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 365 068 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 351 144 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილია 5 297 ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics