|
2021-06-29 12:27:11, 931 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - შარლ მიშელის დოკუმენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიოდ და ცხადად წერია რაზეა საუბარი
„შარლ მიშელის დოკუმენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიოდ და ცხადად წერია რაზეა საუბარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მართლმსაჯულების საკითხს 19 აპრილის შეთანხმებაში ორი საკითხი ეხება: „ერთი ეს არის რეფორმა სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც ერთწლიანი პროცესია და 2020 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს, მანამდე უნდა მოხდეს იმ შედეგების შესწავლა, რომელიც აქამდე სხვა რეფორმებმა მოიტანეს, ანუ ხანგრძლივი პროცესია. მეორე საკითხი ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას, სადაც კონკრეტულადაა მითითებული რა უნდა მოხდეს. კერძოდ წერია, რომ არსებულ სისტემას აქვს გარკვეული ხარვეზი და საჭიროებს შესაბამისობაში მოყვანას ვენეციის კომისიის დასკვნებთან, ამიტომ დროებით უნდა შეჩერდეს შერჩევა, გამოსწორდეს ეს საკანონმდებლო ხარვეზი, დაუახლოვდეს ვენეციის კომისიის დასკვნას, შემდეგ განახლდეს და დასრულდეს. ეხლა სად ვიმყოფებით, ეს პროცესი შეჩერდა მარტში, შეიცვალა კანონი აპრილში, განახლდა აპრილში და მიდის დასკვნები, ეს არის ზუსტად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)