19:10 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 11:39:00, 621 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავა გავაშელიშვილზე - თვალებში უნდა ჩავხედო ზონდერს, ჩმორს და ივანიშვილის რეჟიმის მონას

უნდა ჩავხედო თვალებში ივანიშვილის რეჟიმის „ზონდერს“, მონას და „ჩმორს“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბადრი გავაშელიშვილს მოუწევს ინტერვიუს მიცემა და მოყოლა - ვინ დაავალა, როგორ დაავალა და ეს კვალი მივა ივანიშვულამდე და მის ოჯახამდე.

„მე კანონით მაქვს უფლება ამ სასამართლო პროცესში არ მივიღო მონაწილეობა, მაგრამ სპეციალურად მოვდივარ იმიტომ, რომ ისტორიაში და ცხოვრებაში შეილება ასე ხშირად არ გქონდეს შესაძლებლობა აბსურდის თეატრში მიიღო მონაწილეობა, რასაც დღევანდელი  ივანიშვილის სასამართლო წარმოადგენს. როგორც მე გავიგე დღეს დაზარალებული, ანუ ჩემ მიერ ნაცემი გავაშელიშვილი უნდა მოვიდეს, ძალიან კარგია, ერთი, უნდა ჩავხედო თვალებში ივანიშვილის რეჟიმის „ზონდერს“, მონას და „ჩმორს“, არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს ადამიანი ნოემბერში დარბევაში მონაწილეობდა, თავისუფალი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ის არის ჩვეულებრივი სუს-ის მიერ დაქირავებული მონა და ორგროშიანი „ზონდერი“, რომელიც ხელისუფლების სახელით ასეთ რაღაცებს ჩადის.

ტყუილად ჰგონია, რომ ასე დამთავრდება ეს ამბავი, გავაშელიშვილს მოუწევს ინტერვიუს მიცემა და მოყოლა ვინ დაავალა, როგორ დაავალა და ეს კვალი მივა ივანიშვილამდე და მის ოჯახამდე. იმიტომ, რომ დავალება სწორედ მაქედან მოდის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ძიუდოისტი, ბადრი გავაშელიშვილი გამოიკითხება. დღევანდელ პროცესს დაესწრება თავად ბრალდებულიც. 

საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. გამოძიების ინფორმაციით, გიგი უგულავამ ევროპის ჩემპიონ ბადრი გავაშელიშვილზე იძალადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics