|
2021-06-29 11:02:56, 1676 ნახვა
სამხედრო
საქართველოს სანაპირო დაცვა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლება SEA BREEZE 2021-ში მონაწილეობს
მრავალეროვნული საზღვაო სწავლება SEA BREEZE 2021 ოფიციალურად გაიხსნა. სწავლებაში, ქართული მხრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საზღვაო წვრთნებში წელს ორი სადარაჯო ხომალდით ჩაერთვება. ხომალდების, "დიოსკურიისა" და "ოჩამჩირეს", ეკიპაჟების გარდა, SEA BREEZE 2021-ში სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებიც მიიღებენ მონაწილეობას. SEA BREEZE 2021-ის საველე წვრთნებში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ჩაერთვება. სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი კი ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, SEA BREEZE 2021-ის სწავლების შტაბში შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს 5 ოფიცერი იქნება ჩართული. აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ორგანიზებით, სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 28 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება. სწავლება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორს ურთიერთქმედების დახვეწა და, რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა. სწავლების ისტორიაში, SEA BREEZE 2021 ყველაზე მასშტაბურია. მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000-მდე პერსონალი, 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობს. მრავალეროვნულ წვრთნებში წელს საქართველოს გარდა 31 ქვეყანა მონაწილეობს. ესენია: ავსტრალია, ალბანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილია, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ეგვიპტე, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, იაპონია, ისრაელი, იტალია, კანადა, ლატვია, ლიტვა, მაროკო, მოლდოვა, ნორვეგია, პაკისტანი, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, სენეგალი, ტუნისი, უკრაინა, შეერთებული შტატები და შვედეთი. სწავლებაში ჩართულია ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი (SNMG2). SEA BREEZE შავ ზღვაში 1997 წლიდან იმართება. ქართული მხარე სწავლებაში პირველივე წლიდან მონაწილეობს. გასულ წელს სწავლებაში სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი "დიოსკურია" (P25) მონაწილეობდა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)