|
2021-06-28 16:35:09, 1259 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი ღარიბაშვილს - მჯერა, რომ არ თამაშობთ, როლში არ ხართ, გულწრფელად გძულთ „ნაციონალური მოძრაობა“
მჯერა, რომ არ თამაშობთ, როლში არ ხართ, გულწრფელად გძულთ „ნაციონალური მოძრაობა“, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე წლიური ანგარიში წარადგინა. ელისაშვილის განცხადებით, პრემიერმა წლიური ანგარიშის წარდგენისას „ზედმეტად ბევრი დრო დაუთმო სიძულვილის პინგ-პონგს და ძალიან ცოტა დრო რეალურ პრობლემებს“. „იმ დღეს გიყურებდით და დავრწმუნდი იმიტომ, რომ მანამდე ეთერებიდან გადევნებით ხოლმე თვალყურს და მჯერა, რომ არ თამაშობთ, როლში არ ხართ, გულწრფელად გძულთ „ნაციონალური მოძრაობა“. ეს დასკვნა გამოვიტანე. სიმართლე გითხრათ, ბოლო თვეების ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, ჩვენი, პარტია მოქალაქეების და ნაციონალური მოძრაობის, ჩვენ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, აგერ, ქალბატონიც ადასტურებს, რომ გვძულდეს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ჩვენ აქ არ ვართ არც სიყვარულისთვის და არც სიძულვილისთვის. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ აქ ვართ ხალხის სამსახურისთვის. იმ დღეს და პირველ რიგში, ჩემი აზრით, თქვენი ბრალი იყო, რადგან თქვენ ხართ სახელმწიფოს მეთაური და პრემიერ-მინისტრი, ზედმეტად ბევრი დრო დაუთმეთ ამ რაღაცა სიძულვილის პინგ-პონგს და ძალიან ცოტა დრო რეალურ პრობლემებს, მათზე საუბარს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)