|
2021-06-26 18:23:52, 991 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს
საჭიროა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ზაზა გახელაძე, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გახელაძის საკითხი ძალიან მტკივნეულია საქართველოს მთავრობისთვის. „დღეს ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შეხვედრები საქართველოში. ბევრი საკითხი იყო განხილული, ამიტომ ძალიან მოკლედ გამოვყოფ იმ საკითხებს, რომლებსაც უფრო მეტად მნიშვნელოვნად მივიჩნევ. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ზაზა გახელაძე. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია საქართველოს მთავრობისთვის და მხარს ვუჭერთ მათ მოთხოვნას, რომ უკანონოდ დაკავებული ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 11 თვეზე მეტია, რაც პატიმრობაში იმყოფება. დეფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ და მას დაქვემდებარებულმა ე.წ. სასამართლომ გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)