|
2021-06-26 12:22:12, 496 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: ოპოზიციის მხრიდან ვერანაირი ქმედითი შემოთავაზება ვერ დავინახეთ, იყო მხოლოდ სპექტაკლი
რაც ჩვენ ვნახეთ პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან, ეს იყო სპექტაკლი, მოსახლეობის გრძნობებით თამაში, რაც ადრეც არაერთხელ გვინახავს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობას ნამდვილად უჭირს და ამას ყველაზე მეტად ხელისუფლებას აცნობიერებს. „პანდემიიდან გამომდინარე, მოსახლეობის მდგომარეობა მძიმეა ყველა ქვეყანაში. ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ, საქმეზე, პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებულები უნდა ვიყოთ, კონსოლიდირებულები უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებისთვის და არა ის, რომ ვკინკლაობდეთ და ვსპეკულირებდეთ; რაც ჩვენ ვნახეთ პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან, ეს იყო სპექტაკლი, მოსახლეობის გრძნობებით თამაში, რაც ადრეც არაერთხელ გვინახავს. მოსახლეობას ნამდვილად უჭირს და ეს ყველაზე მეტად ხელისუფლებას აქვს გაცნობიერებული, ამიტომ, კონკრეტულ გეგმაზე, კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე როდესაც ვსაუბრობთ, რეალობიდან და შესაძლებლობიდან, არსებული რესურსიდან გამომდინარე ვსაუბრობთ. ჩვენ ვერანაირი ქმედითი შემოთავაზება ვერ დავინახეთ ოპოზიციის მხრიდან, იყო მხოლოდ სპექტაკლი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)