|
2021-06-25 11:34:50, 766 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაფერზე მიზეზობენ, მეხსიერების პრობლემები თუ აქვთ, წამლები დალიონ
არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერზე მიზეზობენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესების საკითხზე საუბრისას განაცხადა. ვაშაძე პოლიტიკოსებს, რომლებსაც მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, მედიკამენტების დალევას ურჩევს. „იმედი მაქვს, რომ ამ წესთან დაკავშირებით არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა იმიტომ, რომ პირდაპირ ჩაწერილი გვაქვს დოკუმენტში აბსოლუტურად ყველა დეტალი. 40%-იანი ბარიერი დეკემბრიდან მოყოლებული იდო დოკუმენტებში. დიახ, ვეთანხმები 40%-იან ბარიერს. დიახ, მივაღწიეთ იმას, რომ 40%-იანი ბარიერი იქნება ცვლილებებში. დეკემბრიდან მოყოლებული იყო განხილვები საკრებულოში. სადავო გახდა იმიტომ, რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერზე მიზეზობენ, მეტი არაფერი. ყველა განხილვებზე ეს ხალხი იქ იჯდა, სადაც ჩვენ ამ განხილვებზე ვსაუბრობდით. მეხსიერებასთან დაკავშირებით თუ პრობლემები აქვთ, რაღაც წამლები, მედიკამენტები იყიდება და შეუძლიათ დალიონ, რომ ყველა საკითხი დაიმახსოვრონ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)