|
2021-06-24 15:22:32, 766 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი ხაზარაძეზე - დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, დისკრიმინაციული ლექსიკით საუბრობს
დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობს დისკრიმინაციული ლექსიკით და შეზღუდული შესაძლებლობის მინიშნებდით იყენებს სიძულვილის ენას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გამოსვლაზე წერს. „დღეს, მამუკა ხაზარაძე საპარლამენტო ტრიბუნიდან: “…რა სიტყვა ვიხმარო, არც ვიცი რა. გგონიათ, რომ ხალხი ბრმა არი, ყრუ არი…” სამწუხაროდ, დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობს დისკრიმინაციული ლექსიკით და შეზღუდული შესაძლებლობის მინიშნებდით იყენებს სიძულვილის ენას. ბატონო მამუკა, უსინათლო და სმენის არმქონე ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. შეიძლება, ეს თქვენთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ მათ, თანაბარი პირობების შემთხვევაში, შეუძლიათ ყველაფერი ძალიან კარგად გაიგონ და დაინახონ. ჩემთვის, კრიტიკულად მიუღებელია, საქართველოს პარლამენტში მსგავსი საკითხების უყურადღებოდ დატოვება, ამიტომ შესაბამისი შეფასებისა და პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, პრეცედენტების შექმნა. მე აუცილებლად მივმართავ პარლამენტის ეთიკის საბჭოს. სახეზეა, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის 3-ე მუხლის (ქცევის წესები) ო. ქვეპუნქტის დარღვევა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)