17:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 11:53:34, 359 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ მინის მწარმოებელ საწარმო „ნეო გლასს“ ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისში მდებარე მინისა და პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების მწარმოებელ საწარმო „ნეოგლასს" ესტუმრა.

საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია  და ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ფუნქციონირებს.

კომპანიამ სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა, რომლის მეშვეობითაც, საწარმოსთვის სრულიად ახალი, მაღალტექნოლოგიური დანადგარები შეიძინა. ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით კი კომპანიას სიმბოლურ ფასად გადაეცა მიწის ნაკვეთი, რომელზეც არსებული საწარმო ააშენა.

„ეს არის კიდევ ერთი საწარმო, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" დახმარებით გაიხსნა და  იმპორტის ჩანაცვლების მაგალითია. საწარმო მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს  და თანდათან ანაცვლებს იმპორტულ პროდუქციას ბაზარზე. ამ ეტაპზე კომპანია საწარმოში 50-მდე ადამიანს ასაქმებს, თუმცა უახლოეს პერიოდში გაფართოებას გეგმავს და ჩვენ ამაშიც შევუწყობთ ხელს. კომპანია პროგრამა „აწარმოე საქართველოში" დახმარებით ავჭალაში კიდევ ერთ უფრო მსხვილ საწარმოს ხსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა მსგავს წარმოებებთან ერთად, ამ სახეობაშიც თანდათან ხდება  ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვირდება და იმპორტის ჩანაცვლება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

კომპანია „ნეო გლასი" თვეში 8000 კვ.მ მინას აწარმოებს და პროდუქციის რეალიზებას სრულად ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოში მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.

საწარმოს ასევე სტუმრობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics