|
2021-06-24 11:19:19, 463 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ შამუგია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ ელჩს სატყეო სექტორში, ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ევროპის ქვეყნებში და მათ შორის გერმანიაში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც ჰუბერტ ქნირშმა შეხვედრაზე აღნიშნა, შემოდგომაზე, გერმანიაში აგროსასურსათო პროდუქტების გამოფენა იგეგმება. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ხარისხიანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, გამოფენაში საქართველოდან რაც შეიძლება მეტი მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას. ოთარ შამუგიამ გერმანიის ელჩს ახლდაშექმნილი მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ გერმანიის რესპუბლიკის მიწის მდგრად მართვასთან დაკავშირებული პრაქტიკის გაზიარება, ამ მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადება, სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარადაჭერა იქნება შეხვედრაზე საუბარი შეეხო ირიგაციის, საძოვრების მართვის, მეღვინეობისა და ასევე, კაკლოვანი კულტურების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. როგორც ჰუბერტ ქნირშმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო გერმანიის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ელჩმა მიწის მდგრადი მართვის მიმართულებით გერმანიის გამოცდილების გაზიარებისა და ფერმერთა პროფესიული და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)