|
2021-06-24 10:44:48, 309 ნახვა
საზოგადოება
ღვინის სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა გერმანულმა მედია ჰოლდინგმა ქართული ღვინოების შესახებ სტატია გამოაქვეყნა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, ღვინის სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა გერმანულმა მედია ჰოლდინგმა „Meininger“ საუკეთესო ქართული ღვინოების შესარჩევად კონკურსი-დეგუსტაცია ჩაატარა. კონკურსში ქართული ღვინის მწარმოებელი 83 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული საფერავის 152 ღვინო მონაწილეობდა, საიდანაც 55 საუკეთესო შეირჩა. შერჩეულ ღვინოებზე სტატია უკვე დაიბეჭდა „Meininger“-ის ჟურნალის „Weinwirtschaft“ ივნისის ნომერში. მედია-ჰოლდინგის კიდევ ერთ ჟურნალში „Sommelier” სტატია სექტემბერის ნომერში გამოქვეყნდება. კონკურსი-დეგუსტაცია გერმანიის ქალაქ ნოიშტადტში გაიმართა. მისი მიზანი საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა და გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაცია იყო. საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში ღვინის ექსპერტები და WSET სერტიფიკატის მფლობელი სომელიეები, სულ 20 წევრი შედიოდა. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანული კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. მიმდინარე წელს, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა მედია პლატფორმების გამოყენებით გააქტიურდა - იმართება ქართული ღვინის დეგუსტაციები, ქართული ღვინოები მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში, დაგეგმილია ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ვიზიტები საქართველოში. ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. გასულ წელს, საქართველოდან გერმანიაში 700 ათასამდე ღვინის ბოთლის ექსპორტი განხორციელდა (ზრდა 4%). 2021 წლის 5 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 314 ათასი ბოთლი, ზრდამ, გასული წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23% შეადგინა.
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)