|
2021-06-24 10:40:48, 383 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტი“ მომხმარებელს ახალ ნაკრებს - „კონცეპტ 360“- სთავაზობს
„თიბისი კონცეპტი“ მომხმარებელს ახალ ნაკრებს - „კონცეპტ 360“- სთავაზობს. ნაკრები განკუთვნილია, მათთვის, ვისაც ესაჭიროება კიდევ უფრო მეტი ფინანსური ინსტრუმენტი, გაუმჯობესებული შეთავაზებები და დამატებითი შესაძლებლობები. ახალი ნაკრები მოიცავს პირადი ბანკირის მომსახურებას, მაღალი კლასის ბარათებს - Visa Signature და MasterCard World Elite, ახალ Visa Signature საკრედიტო ბარათს, სამოგზაურო დაზღვევას, თიბისი კაპიტალის საბროკერო მომსახურებას და ბევრ სხვა შესაძლებლობასა და უფრო მეტ მოქნილობას. თიბისის საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების საუკეთესო პირობებთან ერთად, ახალი ნაკრები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ თიბისი კაპიტალის საბროკერო სერვისით, რომელიც მათ ინვესტიციების განხორციელებაში, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით არსებულ საფონდო ბირჟებზე დაეხმარება. მაღალი კლასის ბარათები - Visa Signature და MasterCard World Elite კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო უპირატესობასა და შეთავაზებას მოიცავს. კერძოდ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ბანკომატიდან საკომისიოს გარეშე თანხის განაღდებას და მოგზაურობის კომფორტზე გათვლილ სერვისებს. საკრედიტო ბარათი - Ertguli Visa Signature მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს დააგროვონ უფრო მეტი ერთგული ქულა ნებისმიერ POS ტერმინალზე საქართველოში. საინტერესო ღონისძიებებთან ერთად ნაკრები მოიცავს 150-ზე მეტ ობიექტში არსებულ შეთავაზებებს და მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობის გაუმჯობესებული პირობებს. თიბისი კონცეპტი პერსონალური საბანკო მომსახურებაა, რომლის მიზანია მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება, რომელიც გაუმარტივებს ადამიანებს ცხოვრებას და დაეხმარება საკუთარი ფინანსებისა და აქტივების უკეთ მართვასა და დაგეგმვაში.
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)