18:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 11:34:19, 943 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (СDC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა.  შეხვედრაზე  მხარეებმა COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისა და ვაქცინაციის პროცესის გაძლიერების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, ასევე პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხებს.

„განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. საქართველოში პრიორიტეტულია C ჰეპატიტის ელიმინაცია, ასევე მუშაობა სხვადასხვა გადამდები დაავადებების პრევენციისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხები და ყველა ამ მიმართულებით სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმუშავებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა საკითხი შეეხო ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებას“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

CDC-ს რეგიონული ოფისის დირექტორმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობიდან ვაქცინების დონაციის დეტალები მალე გახდება ცნობილი.

 „ერთ-ერთი საკითხი რაც შეხვედრაზე განვიხილეთ აშშ-ს მთავრობისგან ვაქცინაციის დონაციის პროცესია. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალები ახლო მომავალში გახდება ცნობილი. მოსახლეობამ  უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ვარიანტების გავრცელება, რასაც უკვე ვხედავთ სხვა ქვეყნების მაგალითზე. როგორც კი ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა ქვეყანაში მოსახლეობამ უნდა აიცრას, რათა დაიცვან საკუთარი თავი და ის პირები ვისთანაც კონტაქტი აქვთ“, - აღნიშნა ჩარლზ ვიტეკმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics