16:34 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 15:11:27, 569 ნახვა

რეგიონი
სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის განახლებული ბიუჯეტი წარადგინეს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.

,, სპორტული ინფრასტრუქტურა არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.  ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავკმაყოფილდებით მხოლოდ ახალი აშენებული სტადიონით. ამ მიმართულებით  17 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალ, კორექტირებულ ბიუჯეტში და ითვალისწინებს სპორტული ობიექტების მშენებლობას ექვსივე მუნიციპალიტეტში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარას არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი შეემატა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებისთვის 2021 წლის ბიუჯეტში  17 065 700 ლარია გათვალისწინებული და მოიცავს ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობას, შუახევის სტადიონის რეკონსტრუქციას, ღორჯომის სპორტული დარბაზის, ჩაქვის სარაგბო ბაზის, ქობულეთის სპორტული კომპლექსის, ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობას.

600 000 ლარით გაიზრდება  სასპორტო კომპლექსის ბიუჯეტი, რომელიც მოხმარდება ახალ, მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში გადასვლას და შესაბამის აღჭურვას.

სპორტის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციისთვის ბიუჯეტში დამატებით 1 120 000 ლარი გამოიყო  და ბიუჯეტი 4 080 200 ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics