10:58 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 13:39:02, 1157 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: მდგრადი განვითარების რეიტინგში, საქართველომ კორპორაციული გადასახადების ტვირთის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

მდგრადი განვითარების რეიტინგში, საქართველომ კორპორაციული გადასახადების ტვირთის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, -  ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ 2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში, პოზიტიური გზავნილია ინვესტორებისთვის.

„ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა მდგრადი განვითარების ინდექსი, რომელსაც კემბრიჯის უნივერსიტეტი აქვეყნებს. ეს არის სამაგიდო წიგნი ინვესტორებისთვის და მნიშვნელოვანი ინდიკატორი, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა, რამდენად ასრულებს იგი მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელიც მსოფლიოში გაეროს მიერ არის დასახული. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია განათლების სფეროში. კვლევის შეფასებით, საქართველო „ხარისხიანი განათლების" მაჩვენებლით, მსოფლიოს 165 ქვეყნის რეიტინგში 30 და ევროპის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც მდგრადი განვითარების მიზანი მიღწეულია. მნიშვნელოვანია წარმატება ფინანსური მართვისა და მაკროეკონომიკური განვითარების კუთხით, ისეთ პარამეტრში, როგორიცაა - კორპორაციული გადასახადების ტვირთი, სადაც საქართველომ მსოფლიოში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. საკუთრების უფლების დაცვის მიმართულებით, ევროპის საუკეთესო ოცეულში, მე-14 ადგილზეა. გაუმჯობესებაა მთელ რიგ სხვა პარამეტრებში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ბუნებრივია, ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელსაც რეიტინგში რამდენიმე ადგილით დაწინაურდება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელმა კირცხალიამ, მორიგი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და ქვეყნის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics