|
2021-06-22 13:20:06, 346 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - როდესაც ფეიკ ნიუსებით მებრძვი და მთელი შენი ნარატივი ტყულზეა აგებული, ეს კარგ შეედეგს არ მოიტანს
როდესაც ფეიკ ნიუსებით მებრძვი და მთელი შენი ნარატივი ტყულზეა აგებული, ეს კარგ შეედეგს არ მოიტანს - ამის შესახებ „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. მდინარაძემ ვრცლად ისაუბრა მსოფლიო ბანკის მიერ სიღარიბის დაძლევის კუთხით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდის სტატისტიკაზე და „ქართული ოცნების“ მმართველობის დროინდელ მონაცემებს შეადარა. „ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ და სიღარიბეც იზრდებოდა, ჩვენ დღეს გველაპარაკებიან სიღარიბეზე. როცა ჩვენ პოზიტიური დინამიკა გვაქვს და ამას არ ახსენებენ, უკვე იტყუებიან. ამბებს რომ არ იგონებდე, ფეიკნიუსებით არ მებრძოდე, ამ შემთხვევაში ქვეყნის საქმეც უკეთესად გაკეთდება. მოგონილი ამბისა და პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა არის ქარის წისქვილთან ბრძოლა. მაგრამ, შენ რომ ფეიკ ნიუსებით მებრძვი და მთელი შენი ნარატივი ტყულზეა აგებული, ეს არ მოიტანს კარგ შეედეგს. მე მაზიანებ, თავსაც იზიანებ, მაგრამ შედეგი არ მოაქვს ამ ყველაფერს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)