10:58 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-21 17:44:05, 1085 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - „რიონის ხეობის მცველებთან" აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება

„მე მაინც ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში „რიონის ხეობის მცველებთან" ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება", - ნამახვანჰესის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემა „ქალების ნარატივში" ისაუბრა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა გულწრფელი, პატრიოტი ადამიანები არიან, რომლებიც აპროტესტებენ ისე, როგორც მიაჩნიათ  სწორად სახელმწიფოსთვის.

 „თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გადმოსახედიდან პატრიოტიზმი  სხვა რამესაც გულისხმობს - რომ  შეიძლება დღეს არაპოპულარული გადაწყვეტილებები მივიღოთ, რათა  საქართველო იყოს ენერგეტიკულად ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი. ერთ მაგალითს მოვიყვან: 90-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე რაც მოხდა ხუდონჰესთან დაკავშირებით, როდესაც დაწყებული, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი პრაქტიკულად, შეჩერდა. იმ დროის გადმოსახედიდან ეს იყო ძალიან ეროვნული და პატრიოტული საქმე - „წინ აღვუდგეთ ხუდონჰესს, არ ავაშენოთ"! - ეს  რუსეთის იმპერიასთან ასოცირდებოდა რატომღაც... მაგრამ დღეს მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით - ჩვენ რომ დღეს „ხუდონჰესი" გვქონოდა, გაცილებით უფრო წელგამართულები ვიქნებოდით"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 ამასთან, ნათია თურნავას შეფასებით, „ნამახვანჰესის" ისტორია, დრამა ცოტათი გაზვიადებულია. მინისტრის აზრით, პრაქტიკულად, დღევანდელი ვითარება მოიტანა 30 წლის განმავლობაში დაგროვილმა მითებმა, პრობლემებმა, როდესაც ენერგეტიკის დარგის და ქართული ენერგეტიკის მიმართ გარკვეული უნდობლობა გაჩნდა. ნათია თურნავას თქმით, ეს ერთი შეხედვით პარადოქსულია, რადგან ისეთი დარგი, რომლითაც საზრდოობს ქვეყნის ეკონომიკა, ენერგოდამოუკიდებლობა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, გარკვეული უნდობლობის საგანი გახდა.

„დროთა განმავლობაში ხდება ამ მიდგომების გადაფასება. ჩვენ, ხელისუფლებას სხვა პასუხისმგებლობა გვეკისრება - მიუხედავად იმისა, არის თუ არა რაღაც გადაწყვეტილება დღეს პოპულარული, უნდა ის გავაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება. დარწმუნებული ვარ, ამ ნაწილში ჩვენ აუცილებლად შევჯერდებით, რადგან ამოცანა საერთოა - ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ და ისე ვიმოქმედოთ, როგორც წაადგება ქვეყანას. და რადგან სურვილი ასეთია, მიუხედავად განსხვავებული ფორმებისა, აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელმა კირცხალიამ, მორიგი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და ქვეყნის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics