10:57 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-21 10:34:48, 666 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი მოცვის საწარმოს წლიური წარმადომა 300 ტონას აღწევს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 419,397 ლარი გრანტია, ხოლო 522,495 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

მათივე ინფორმაციით, საწარმოს წლიური წარმადობა 300 ტონამდე ლურჯი მოცვის გადამუშავებაა.

როგორც პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ხდება. სოფლის განვითარების სააგენტოს განმარტებით, გადამმუშავებელ საწარმოში, სეზონზე, 28 ადგილობრივია დასაქმებული.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძესთან ერთად, „აგროლეინში“ მოცვის მოსავლის აღებისა და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო.

„სახელმწიფოს მიერ, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა კომპონენტში ხორციელდება ფერმერთა მხარდაჭერა, რაც შპს „აგროლეინის“ მოცვის წარმოების მაგალითზეც კარგად ჩანს. კომპანია ფლობს მოცვის პლანტაციას და სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ თანამედროვე სამაცივრე მეურნეობას, სადაც პროდუქცია სარეალიზაციოდ მზადდება. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, „აგროლეინის“ მოცვის ბაღში სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტის „Global Gap“ დანერგვის პროცესი მიმდინარეობს; პროდუქციის ბრენდირება კი „ტექნიკური დახმარების პროგრამის“ მხარდაჭერით განხორციელდა“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

„შპს „აგროლეინს“ საკუთარი მოცვის ბაღი 6 ჰექტარზე აქვს გაშენებული.

კომპანია იმერეთის რეგიონში არსებული მოცვის პლანტაციების მფლობელ ფერმერებთან აქტიურად თანამშრომლობს; შედეგად, შპს „აგროლეინის“ საწარმო 40 ჰექტარზე გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის სწრაფ გაციებას, დახარისხებას, შეფუთვას და რეალიზაციას უზრუნველყოფს.

მიმდინარე წელს, კომპანიამ, შეღავათიანი აგროკრედიტის მხარდაჭერით, ტრაქტორი და სხვადასხვა აგროოპერაციისათვის საჭირო აგრეგატები შეიძინა; შეღავათიანი სესხის თანხამ 105,000 ლარი შეადგინა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics