|
2021-06-20 11:41:59, 1074 ნახვა
საზოგადოება
ავსტრიის განვითარების სააგენტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამთო აღჭურვილობას გადასცემს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავსტრიის განვითარების სააგენტოს დახმარებით სამთო-სამაშველო აღჭურვილობას მიიღებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალ-მაიორმა თემურ მღებრიშვილმა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა - ალექსანდერ კარნერმა დღეს საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ევროპელი პარტნიორების მიერ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებით შეძენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით ყაზბეგის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფის ტექნიკური ბაზა განახლდება. ყაზბეგის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები პირველი მორეაგირე ძალაა მუნიციპალიტეტის მასშტაბით განსახორციელებელი ოპერაციებისას. მათ ხშირად უწევთ საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება განსაკუთრებულად რთული რელიეფსა და გარემო პირობებში. ავსტრიელი პარტნიორების მიერ გადმოცემული აღჭურვილობა სამმართველოსთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება როგორც მეხანძრე-მაშველთა დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე, ოპერაციების უფრო სწრაფად და ეფექტურად ჩასატარებლად.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)