|
2021-06-18 15:52:30, 707 ნახვა
საზოგადოება
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ რეაკრედიტაცია წარმატებით გაიარა
ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია და ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები აკრედიტებულია, ნიშნავს - ლაბორატორიის მიერ გაცემული შედეგები არის უტყუარი და საერთაშორისოდ აღიარებული. მიმდინარე წელს, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს, აკრედიტაციის ცენტრის მიერ ლაბორატორიის შემოწმების შედეგები შეფასდა დადებითად და მოხდა ახალი სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება. რეაკრედიტაცია ყოველ ოთხ წელიწადში ერთჯერ ტარდება ,ასევე ლაბორატორიაში აკრედიტაციის ცენტრის ექსპერტების მიერ ხორციელდება ყოველწლიური შეფასება. სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, 2021 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა არსებული მეთოდების რეაკრედიტაცია; გარდა ამისა, აკრედიტაციის პროცესში მაღალი შეფასებები მიიღეს ლაბორატორიის სპეციალისტებმა. პანდემიით შექმნილი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, დადგენილი რეგულაციების დაცვით, სამუშაო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველდღიურად ატარებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის კვლევებს. დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs აკრედიტაციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/Certificates
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)