2021-06-17 15:13:31, 883 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი რობ პორტმანი - მხოლოდ სიტყვები სამარისი არ არის, საქართველო და უკრაინა ნატო-ში უნდა შევიყვანოთ
ამერიკელი სენტორი რობ პორტმანი აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
როგორც სენატორი წერს, სიტყვები არ არის საკმარისი, უკრაინა და საქართვეო ნატო-ში უნდა შევიდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინს უკრაინის საკითხზე სიტყვით მიმართა, უბრალოდ სიტყვები არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა შევიყვანოთ უკრაინა და საქართველო ნატო-ში, ხოლო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ძალიან ძლიერი რიტორიკა უნდა შეუსაბამოს მკაცრ ქმედებებს“, - წერ რობ პორტმანი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან