|
2021-06-17 14:23:20, 694 ნახვა
საზოგადოება
პოლონეთის პოლიციის დელეგაცია შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესტუმრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილე, გენერალ-მაიორი პაველ დობროჯეი, დელეგაციასთან ერთად ეწვია. დეპარტამენტს ასევე ესტუმრა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი. სტუმრებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, სერგო ძაგნიძემ უმასპინძლა და მათ უწყების მუშაობის სპეციფიკა გააცნო. პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილემ, პაველ დობროჯეიმ და დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს: ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო ექსპერტიზის, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის და სხვა ლაბორატორიები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში. დეპარტამენტის ლაბორატორიებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საერთაშორისო აკრედიტაციები.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)