21:49 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 12:06:47, 416 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი ატმის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს და ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ატმის მიმღებ-გადამმუშავებელი  საწარმოების ხელმძღვანელებს  და ფერმერებს  შეხვდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრის  შემდეგ, მინისტრის პირველმა მოადგილემ შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებულ სამუშაოებს  გაეცნო.

კახეთის რეგიონში, მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი  და გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი იმყოფებოდნენ.

„ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლი გამართულად ფუნქციონირებს - გვაქვს თანამედროვე ატმის ბაღები, მაღალი სტანდარტის გადამმუშავებელი საწარმოები, თანამედროვე სამაცივრე სისტემა; თუ გასულ წელს 23 სამაცივრე მერნეობა იყო ჩართული ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში, წელს უკვე 36 მუშაობს”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

კახეთის მხარის რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, რეგიონში ყველა პირობაა შექმნილი ატმის რთველის წარმატებით ჩატარებისთვის.

ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთელი სეზონის განმავლობაში,  სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის, ფიტოსანიტარიული  და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics