21:17 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-16 16:14:12, 2250 ნახვა

ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის დომინანტობა მოსალოდნელია

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის დომინანტობა მოსალოდნელია.

როგორც მინისტრი განმარტავს, მნიშვნელოვან იარაღად კვლავ რჩება ვაქცინაცია, სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება.

„რა თქმა უნდა, ამ შტამის დომინანტობა მოსალოდენელი იყო და არის ახლაც. მნიშვნელოვან იარაღად კვლავ რჩება პირველ რიგში ვაქცინაცია, სოციალური დისტანცია და ნიღაბი. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ აუცილებლად დავიცვათ ის რეგულაცია, რომელიც პანდემიის დაწყებიდან არის საქართველოში შემოღებული. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ რაიმე სახის გართულებას ექნება ადგილი. თუმცა, მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი სიმპტომის დაფიქსირებისას დროულად მივმართოთ ექიმს და დროულად ჩავიტაროთ ტესტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანვე დასძინა, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეფერხება არც საწოლფონდის, არც ოჯახის ექიმების, მათი კომპეტენციების მიმართულებოთ. ასევე, ხედავთ, რომ ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს და ეტაპობრივად უფრო ძლიერდება, ემატება როგორც ვაქცინები, ასევე ვაქცინაციისთვის საჭირო ყველა ბრიგადა და დაწესებულებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხით ვერ ვხედავთ, რომ გარკვეული რისკები არსებობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics