|
2021-06-16 11:22:44, 754 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილე, გენერალ-მაიორი პაველ დობროჯეი ხელმძღვანელობს. შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი. შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე პაველ დობროჯეიმ, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნულ პოლიციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის წარმატებულ თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მედალი გადასცა. უწყების ცნობით, მთავარი კომენდანტის მოადგილემ და ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგინეს პოლონეთის მხარის მიერ საქართველოში მოვლინებული პოლიციის პირველი მეკავშირე ოფიცერი, რაფალ ვეგილი. „ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და პოლონეთს შორის ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობებს, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი პოლონეთის უპირობო მხარდაჭერას. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა ორ უწყებას შორის არსებული მაღალი დონის თანამშრომლობა, რომელიც ეფექტიანად ხორციელდება პოლონეთში მივლენილი საქართველოს პოლიციის ატაშეს, გიორგი გამსახურდიას უშუალო და აქტიური ჩართულობით. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)