2021-06-14 17:48:24, 819 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის პრეზიდენტი ნატო-ს სამიტზე - მუდამ გვახსოვს ჩვენი მეგობრები, საქართველო და უკრაინა
მივესალმებით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, პირველ რიგში მუდამ გვახსოვს ჩვენი მეზობლები, საქართველო და უკრაინა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ნატო-ს სამიტის დაწყების წინ, ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მივესალმებით ნატო-ს ღია კარის პოლიტკას, პირველ რიგში, მუდამ გვახსოვს ჩვენი მეზობლები და მეგობრები - საქართველო და უკრაინა. გაცემული დაპირებები უნდა შესრულდეს. მინდა შეგახსენოთ ბუქარესტის 2008 წლის სამიტი, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან