09:30 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-13 11:07:07, 748 ნახვა

სამართალი
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ქუთაისში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ქუთაისში ერთი პირი დააკავა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.კ. ქუთაისში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ზ.კ.-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედების - პირადი ჩხრეკის დროს, ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს - 1986 წელს დაბადებულ დ.გ.-ს თავს დაესხა და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა“, - წერია განცხადებაში.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics