2021-06-12 18:39:36, 978 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა
თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ნიუ პოსტილის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა გაავრცელა.
როგორც მან აღნიშნა, კლინიკაში ხუთი ადამიანი პოლიტრავმით იყო შეყვანილი, აქედან ერთი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით.
„დაახლოებით 2 საათის წინ, ერდროულად 5 ადამიანი იყო შემოყვანილი პოლიტრავმით, აქედან ერთი ადამიანი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაცვალა.
4 ადამიანზე ახლა მიდის აქტიური მუშაობა“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში სატვირთო ავტომობილი გადავარდა და რამდენიმე მანქანა ქვეშ მოიყოლა. შემთხვევის შედეგად ადგილზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,