23:14 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-12 17:14:39, 1216 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებმა სომხეთის შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან შუშანიკ ნერსისიანთან და აშოტ მურადიანთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს COVID-19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევები და პოსტპანდემიურ პერიოდში, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. მხარეებმა, ასევე განიხილეს განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდას“ პროექტი, რომელიც 2021 წლის ბოლოს დასრულდება.

საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თქმით, COVID-19-ით გამოწვეული გლობალური პანდემიის პირობებში, თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რაც ხელს შეუწყობს, ტვირთნაკადის გაზრდას და გაამარტივებს საზღვრის კვეთის პროცედურებს.

,,მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 3 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ 2 მილიარდ 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა და გლობალური პანდემიის მიუხედავად ჩვენ შევძელით, როგორც დადებითი დინამიკის შენარჩუნება, ასევე საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდება“,- აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.

დიალოგის ფორმატში გამართული შეხვედრა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი ნოდარ კაკრიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და საბაჟო გამშვები პუნქტის - ,,სადახლო საავტომობილოს“ უფროსი ვახტანგ კორძახია ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბაგრატაშენის“ ტერიტორიაზე გაიმართა.

,,როგორც ცნობილია, 2019 წელს ხელი მოეწერა ოქმს - ,,სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის თაობაზე". აღნიშნული ოქმი, შესაძლებლობას აძლევს მხარეებს უზრუნველყონ წინასწარი ინფორმაციის გაცვლა ორი ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე. ოქმის ამოქმედება ხელს შეუწყობს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოებასა და კანონიერ ვაჭრობას. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური ხასიათის სამუშაოები და დასახეს გზები ოქმით გათვალისწინებული ფორმალობების უახლოეს მომავალში ამოქმედებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics