23:14 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 16:42:14, 679 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი ნინოწმინდაზე - დღესაც რამდენიმე ახალგაზრდა დაგვიკავშირდა, მათზე ზეწოლა მიმდინარეობს

თითქმის ყოველდღიურად გვიკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

„დღესაც რამდენიმე ახალგაზრდა დაგვიკავშირდა, რომელთა საქმესაც ახლა ვსწავლობთ და ვარკვევთ ვითარებას. ძალიან აღელვებულები იყვნენ ისინი და აცხადებდნენ, რომ მათზე მიმდინარეობს ზეწოლა და აიძულებენ რომ დაატოვებინონ კონკრეტული სასწავლებელი. ასევე, ვიღებ ინფორმაციას ბენეფიციარებთან გასაუბრების დროს, რომ იქ ყოფნის პერიოდში, პანსიონში და შემდგომაც მიმდინარეობს მათ მიმართ სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა.

მთავარი პრობლემა პარალელურად იმისა, რაც ნინოწმინდის პანსიონში გამოიკვეთა არის ის, რომ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც ყოფილი ბენეფიციარების, არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი პირების მიმართ, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილების შესახებ ისაუბრეს სამართალდამცავ ორგანოებთან, ან აპირებენ, რომ მისცენ ჩვენებები. ეს ზეწოლა მომდინარეობს სწორედ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული პირებისგან და მათ შორის სასულიერო პირებისგან“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, პრობლემები საკმაოდ სერიოზულია და საგამოძიებო ორგანოებმა დროულად უნდა გამოიძიონ.

„მსგავსი განცხადებები მიმაჩნია, რომ არის ყურადღვბის გადატანის მცდელობა რეალური პრობლემებიდან. სინამდვილეში პრობლემები არის ძალიან სერიოზული იმიტომ, რომ თითქმის ყოველდღიურად სახალხო დამცველის აპარატს უკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, არასრულწლოვანი თუ სრულწლოვანი პირი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას და ეს ისტორიები ყოველდღიურად მძიმდება, ამიტომ დღეს მთავარი არის ის, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტურად და დროულად გამოავლინონ და გამოიძიონ საქმეები. ჩვენ ყველამ ერთად მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ ამ ბავშვებს, რომლებიც უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან.

მიუხედავად იმისა რას ამობობენ ცალკეული სასულიერო პირები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოზე და რეალურად მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ ვითარებაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics