2021-06-11 11:51:13, 610 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში აპრილ-მაისში საერთაშორისო ტურისტულმა ვიზიტებმა 172 333 შეადგინა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში აპრილ-მაისში საერთაშორისო ტურისტულმა ვიზიტებმა 172 333 შეადგინა, რაც 222.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 161.9%-ით გაიზარდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ პანდემიამდე არსებული საჰაერო სიხშირეების 57% უკვე აღდგენილია.
„1 ივნისიდან უკვე სახმელეთო გზითაც შეუძლიათ ტურისტებს საქართველოში შემოსვლა, როგორც ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი საბუთით, ასევე PCR ტესტის უარყოფითი პასუხით“, - აცხადებს მედეა მედეა ჯანიაშვილი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან