|
2021-06-09 17:17:17, 730 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ნინოწმინდის პანსიონატიდან 25 ბავშვია გაყვანილი
ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე პროცესების შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს, ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების - „ვორლდ ვიჟენის“ და გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ წარმომადგენლებმა სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეები პანსიონატში არსებულ ვითარებას და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. „ჩამოვედით ნინოწმინდის პანსიონატში იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ არსებულ მდგომარეობაზე, შევაფასოთ ვითარება და განვიხილოთ სამომავლო გეგმები. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას აღნიშნული ფორმატით იმისთვის, რომ დავიცვათ ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ეს არის ჩვენი მიზანი. მნიშვნელოვანია ბავშვების შეფასების პროცესი, რათა მათი საუკეთესო ინტერესი იყოს გამოვლენილი, ისევე როგორც ოჯახების შეფასება. პრიორიტეტულია ოჯახი, ოჯახური გარემო, ოჯახში ინტეგრაცია. ეს არ არის მარტივი პროცესი. აუცილებელია, რომ ეს პროცესი იყოს კარგად დაგეგმილი. ამაში პროფესიონალების ჩართულობა არის საჭირო. ჩვენს გვერდით დგანან საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენ ერთობლივად ვიზრუნებთ როგორც აქ, ასევე გადაყვანის პროცესზე. ოჯახში გადაყვანის პროცესი ბავშვებისთვის უნდა იყოს უმტკივნეულო. საუკეთესო გამოსავალი ინდივიდუალური მიდგომაა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი - ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის საკითხზე, თანმიმდევრულად განხორციელდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 7 შშმ ბავშვის ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში გადაყვანა მყისიერად განახორციელა. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, პანსიონატიდან გაყვანილია 25 ბავშვი, ხოლო ადგილზე დარჩენილი 28 არასრულწლოვნის უსაფრთხო გარემოზე 24 საათიან რეჟიმში, ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ. „ამ დროისთვის ბავშვების მდგომარეობის, საჭიროებების შესწავლისა და შეფასების პროცესი კვლავ გრძელდება. მოზარდების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათთან გასაუბრებები და რეაგირების ღონისძიებების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განსაზღვრის მიზნით, მიმდინარეობს. ეს ეხება, როგორც ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას, მცირე საოჯახო სახლებში ან მინდობით აღზრდაში განთავსებას. ასევე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ ბავშვთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის და დეინსტიტუციონალიზაცის პროცესის განხორციელებისთვის გარდამავალი პერიოდში თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია. ნინოწმინდის პანსიონატში ადგილზე ბავშვებთან მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით გაგრძელდება, რათა მათი შემდგომი განვითარებისათვის, შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვის ფორმა სწორად იყოს შერჩეული. პანსიონატში გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, საპატრიარქოს, გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ (UNICEF) და „ვორლდ ვიჟენის“ (World Vision International) წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)