2021-06-09 14:52:43, 635 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხების დადება
გიორგი გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხების დადება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას ამგვარი მცდელობა დაასრულეს.
„გიორგი გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხების დადება. თქვენ იცით, რომ გუგული არის ასეთი ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას და ეს მცდელობა ჩვენ დავასრულეთ ძალიან მარტივად და პარტიის დამფუძნებელმაც დაასრულა ეს ძალიან მარტივად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,