01:57 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 11:45:33, 735 ნახვა

საზოგადოება
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის ზოლში გაჩერებული მანქანა დაჯარიმდება

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, ის დაჯარიმდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო მონაკვეთია, რადგან აქ ფუნქციონირებს „მაკდონალდსის“ „დრაივი“ და პიკის საათებში მომლოდინე ავტომანქანების რიგი დგება.

„ბევრი ვიმუშავეთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ერთადერთი გადაწყვეტა არის ვიდეოსათვალთვალო კამერის დაყენება. იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, თუნდაც „დრაივზე“ რიგის დაკავების მიზნით, ის დაჯარიმდება. აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო მძღოლებს, რომ ამ ადგილას არ დააკავონ ავტობუსის ზოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მძღოლების ინფორმირებულობის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე  ინსპექტორი იმუშავებს.

„სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების მეტი ინფორმირების მიზნით, მინდა ვთხოვო თბილისის  სატრანსპორტო კომპანიას, რომ ერთი ინსპექტორი იქ იდგეს  გარკვეული პერიოდულობით და მძღოლებს მიაწოდოს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი დამონტაჟებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics