|
2021-06-08 14:12:03, 843 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული მოეწყო და განახლდა
ბოლო სამი წლის განმავლობაში, თბილისში, 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული მოეწყო და განახლდა, რაც ჯამში, 100 ჰექტარია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ დღეს გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო მაღალი ხარისხის მწვანე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დედაქალაქში და ამ მიმართულებით ძალიან დიდი ფრონტი გავშალეთ. შედეგი სახეზეა: სამი წლის მანძილზე მოწყო 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული, რაც ჯამში, 100 ჰექტარი განახლებული და მოწყობილი სივრცეა. ამან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხზე“, - განაცხადა ანდრია ბასიალაიამ. მისივე თქმით, ახალმა გენერალურმა გეგმამ თბილისს ტყე დაუბრუნა. „გენგეგმამ დააბრუნა ტყე დედაქალაქში. როგორც მოგეხსენებათ, სატყეო ზონა არ არსებობდა. დაახლოებით 14 ათას ჰექტარს მიენიჭა სატყეო ზონის სტატუსი, რაც ყველაზე მაღალი დაცვის ფუნქციური ზონაა დედაქალაქში. ეს არის იმის გარანტი, რომ ეს მნიშვნელოვანი ფერდები შენარჩუნდება, თუმცა, ჩვენ მხოლოდ ზონირებაზე არ შევჩერდით და აქტიურად ვახორციელებდით დეგრადირებული ტყეების რესტავრაციას კუს ტბის ფერდზე, ნაძალადევში, ჟინვალის ქუჩის მიმდებარე ფერდსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ფერდზე. ჯამში, 20 ჰექტარზე მოეწყო ტყე იქ, სადაც ბოლო წლებში ფაქტობრივად აღარ იყო დარჩენილი მწვანე ნარგავი“, - აღნიშნა მერის მოადგილემ . ანდრია ბასილაიამ მთაწმინდის ფერდის აღდგენაზეც ისაუბრა და ფონდ „ქართუს“ პროექტისთვის მადლობა გადაუხადა. „როგორც იცით, ჩვენ მოსვლის დღიდან ავტეხეთ განგაშის ზარები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა მთაწმინდის ფერდზე. იქ არსებულმა მასშტაბმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც მყისიერად ჩაერთო საქმეში“, - აღნიშნა მან. ანდრია ბასილაიას თქმით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შესამცირებლად, მერიამ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, პარლამენტის ხელშეწყობით, შეიმუშავა ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება ამტვერებადი მასალების გამოყენებას სამშენებლო მოედნებზე, ასევე, მის გადაადგილებას და შენახვას. შედეგად, ჰაერში მტვრის კონცენტრაციის მაჩვენებელი დედაქალაქში მნიშვნელოვნად შემცირებულია. მერის მოადგილის განცხადებით, კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ქალაქში შემოვიდა, ეხება მშენებლებისთვის დენდროლოგიური პროექტის განხორციელების აუცილებლობას, რის შედეგადაც ბოლო წლების განმავლობაში, მშენებლებმა 17 ათასამდე ძირი ხის დარგვის ვალდებულება აიღეს სხვადასხვა სამშენებლო პროექტის განხორციელების დროს. გარდა ამისა, მერიამ შეიმუშავა 50-მდე ხე-ნარგავის ნუსხა, რომელიც თბილისზეა მორგებული. მერის მოადგილის განმარტებით, 2021 წელს გარემოს დაცვის მიზნებისთვის წინა წელთან შედარებით 2-ჯერ მეტი თანხა გამოიყო. ამასთან, როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რისთვის მათ მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ვაკის პარკი, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, ანბანის სკვერი და სხვა ადგილები სწორედ მათი ბრძოლის შედეგად გადარჩა.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)