2021-06-08 11:10:22, 567 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დასახვედრად აქტივისტები „სირცხვილის კორიდორს“ აწყობენ
საქართველოს პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დასახვედრად სამოქალაქო აქტივისტები „სირცხვილის კორიდორს“ აწყობენ.
აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას აპროტესტებენ.
„ვაპროტესტებთ „ნაციონალური მოძრაობის“ 7 თვის შემდეგ პარლამენტში შესვლას. ის არის ბოლო თვეების განმავლობაში დესტრუქციული პარტია და მისი ქმედებები დესტრუქციისკენ და არეულობისკენ იყო ხშირად მიმართული. გვინდა, რომ გავატაროთ „სირცხვილის კორიდორში“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან