2021-06-07 17:39:01, 535 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე გახარიას გუნდზე - მათი მიზანია, იპარაზიტონ „ქართული ოცნების“ ხმებზე
მათი მიზანია, იპარაზიტონ „ქართული ოცნების“ ხმებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას თბილისის საკრებულოში რამდენიმე დეპუტატი გაყვანა სურს.
„ორი ვერსიაა სულ ან გიორგი გახარიას და მის თანაგუნდელებს სურთ ძალიან, რომ რამდენიმე დეპუტატი გაიყვანონ რამდენიმე საკრებულოში თბილისში 1-2 და ეს არის მათი მთავარი მიზანი, ან უნდა დავიჯეროთ რომ მათი მისიაა, რომ რამენაირად მიუახლოონ ან ჩამოაცილონ 43%-ს „ქართული ოცნება“ და იპარაზიტონ „ქართული ოცნების“ ხმებზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,