19:55 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 14:51:52, 955 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩასატარებლად ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო

ზაფხულის ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩასატარებლად ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შრომის უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად პირველი შეხვედრა ბათუმში გამართა, რომელსაც აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და აჭარის ა/რ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თინა ზოიძე დაესწრნენ.

შეხვედრაზე კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს კოვიდრეგულაციები და უსაფრთხოების სტანდარტები გააცნეს.

შეხვედრაზე აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ახალი ვებგვერდის serviceajara.ge პრეზენტაციაც გაიმართა, რომელზეც მსურველებს დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ყველა ტრენინგზე, სემინარსა თუ მასტერკლასზე დარეგისტირება ონლაინ შეეძლებათ. გვერდზე ერთადაა თავმოყრილი კოვიდრეგულაციები და უსაფრთხოების სტანდარტები, ასევე ვიდეოგაკვეთილები, სახელმძღვანელოები თუ სატრენინგო მასალები, რაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით წლების განმავლობაში მოამზადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics