|
2021-06-06 15:05:55, 1012 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - გახარია იბრძვის იმისთვის, რომ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გახარია იბრძვის იმისთვის, რომ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, წარმოუდგენელია „ნაციონალებისთვის“ გადამდგარი გახარიას მისია მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის საკრებულოს წევრობა იყოს. „მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია: 1. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, მისი(ვე) განცხადებით, გადადგა იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავება ვერ გადაავადა. 2. უკიდურესად დაძაბული და კრიტიკული ვითარების დროს, ეს არ შედიოდა არც სახელმწიფოს, არც „ქართული ოცნების“ ინტერესებში და კიდევ უფრო ამძაფრებდა სიტუაციას. 3. მისი გადადგომა აწყობდა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. მათი რეაქციებიც ამასვე მოწმობდა. 4. თავისი ქმედებით მან საკუთარი გუნდი უდიდესი დარტყმის ქვეშ დააყენა. 5. მისგან დღემდე არ მოგვისმენია რეალური, რაციონალური, დამაჯერებლობის მინიმალური ხარისხის არგუმენტიც კი, – რას შეცვლიდა მელიას დაკავების 2-3 დღით გადადება. მხოლოდ ორი ვარიანტია: ეს ყველაფერი ვერ გაანალიზა, შეეშინდა და საკუთარი გუნდი ამიტომ მიატოვა ან შეგნებულად ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს. პირადად ჩემთვის (არსებული უტყუარი და ლოგიკური ინფორმაციების გარეშეც კი) პასუხი მარტივია… რაც შეეხება მომავალს გახარია იბრძვის იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს რამდენიმე რაიონის საკრებულოში ან „ქართული ოცნება“ ჩამოაცილოს 43-პროცენტიან მაჩვენებელს, ანუ აქაც „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს. პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია: წარმოუდგენელია „ნაციონალებისთვის“ გადამდგარი გახარიას მისია მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის საკრებულოს წევრობა იყოს“, - წერს მამუკა მდინარაძე.
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)