2021-06-05 15:22:12, 639 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები კვლავ დარჩებიან
ბოლოდან დავიწყებ, რომ შეთანხმება შედგა, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები კვლავ დარჩებიან.
„ბოლოდან დავიწყებ, რომ შეთანხმება შედგა. შევთანხმდით იმაზე, რომ სოც. მუშაკები დარჩებიან, ჩვენ გავემგზავრებით და გვექნება კომუნიკაცია ერთმანეთთან. სახალხო დამცველის პანსიონში შესვლა ვისთან უნდა იყოს შეთანხმებული? ამაზე სახალხო დამცველთან არ უნდა შევთანხმდეთ? აქ სოც. მუშაკები ხომ ვერ შეგვითანხმებენ ამას?“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,