03:17 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-04 17:26:51, 984 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ნადარეიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებსა და მექანიზმებზე

„საქართველოს მთავრობა ავითარებს ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რომლის განუყოფელი ნაწილია ინოვაციური ეკოსისტემა და მის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რომელიც ფუნდამენტურ როლს თამაშობს წარმატებული კომერციალიზაციის ნაწილში, რაც არის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ყველა გამოგონების საბოლოო მიზანი" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირის პროექტის" (EUGIPP) კომპონენტის „IP in Education" დასკვნით ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე სკოლის ასაკიდან ბავშვებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობებსა და მექანიზმებზე, რომლებიც არსებობს მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში იმ ეკოსისტემის ფარგლებში, რომელსაც ქმნის მთავრობა კერძო სექტორთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ „საქპატენტთან" ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თვალსაზრისით - ყველა პროექტი გადის პატენტუნარიანობის შემოწმებას, რაც, საბოლოო ჯამში, გარდაისახება გამოგონებების, ინოვაციების, მათი მფლობელების ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში და წარმატებულ კომერციალიზაციაში. ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციების, ტექნოლოგიების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, რასაც ემსახურება ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ეს პროექტი" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში"  წარმოადგენს „საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP) პროექტის საპილოტე კომპონენტს, რომელიც გასულ წელს დაიწყო და მისი მიზანია მოსწავლეებში კრეატიულობის, ინოვაციურობისა და შემოქმედებითობის გაღვივება, საჯარო სკოლების მასწავლებლების გადამზადება, ისევე როგორც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ გაკვეთილების ჩატარება. პროექტს „საქპატენტი" და ინტელექტუალური საკუთრების ევროკავშირის უწყება (EUIPO) ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics