2021-06-04 16:39:11, 661 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ბმას პროგრამით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. მიმდინარე წელს ბმა-ს პროგრამით, ჯამში, 38 პროექტი დასრულდა, 55 კი, მიმდინარეობს.
სახურავის შეკეთებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია 14 მისამართზე დასრულდა, 15 მისამართზე კი მიმდინარეობს. ლიფტის მოდერნიზაციის სამუშაოები 11 მისამართზე განხორციელდა, 6 მისამართზე - მიმდინარეობს. წითელ ხაზებში არსებული შიდა და გარე წყალარინების ქსელი 10 მისამართზე უკვე შეიცვალა, 8 მისამართზე კი, ახლა იცვლება. საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები - კიბეები, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს რკინის კარი სამ მისამართზე მოეწყო, 23-ზე - მიმდინარეობს. სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაცია სამ კორპუსს უტარდება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),