09:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-04 10:30:15, 1744 ნახვა

მსოფლიო
რომან პროტასევიჩის მამა - ჩემს შვილს კარგად ვიცნობ, მათ გატეხეს და აიძულეს ეთქვა ის, რაც სჭირდებოდათ

ბელარუსის ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი, რომელიც მინსკის აეროპორტში დააკავეს, სახელმწიფო ტელეარხთან ინტერვიუში გამოჩნდა.

ინტერვიუში პროტასევიჩი აღიარებს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ორგანიზებას და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს აქებს.

ამასთან, ჟურნალისტი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ბევრს აკრიტიკებდა, თუმცა ახლა მას პატივს სცემს.

ინტერვიუს ბოლოს ცრემლმორეული ჟურნალისტი ამბობს, რომ იმედი აქვს, ერთ დღეს დაქორწინდება და შვილები ეყოლება.

პროტასევიჩის ოჯახი აღნიშნავს, რომ ინტერვიუ იძულებით ჩატარდა.

„ჩემს შვილს კარგად ვიცნობ და მჯერა, რომ ის ასეთ სიტყვებს არასდროს იტყოდა. მათ გატეხეს და აიძულეს ეთქვა ის, რაც სჭირდებოდათ“, - აცხადებს პროტასევიჩის მამა.

შეგახსენებთ, რომ რომან პროტასევიჩი 23 მაისს მინსკის აეროპორტში მას შემდეგ დააკავეს, რაც ბელარუსის ხელისუფლებაც ათენი-ვილნიუსის რეისის შესრულების დროს რაინეარის სამგზავრო ლაინერს ბელარუსის დედაქალაქში აიძულა დაჯდომა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics