|
2021-06-03 20:01:09, 899 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა უკრაინის სამთავრობო დელეგაციის წევრ მინისტრებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს ოლეგ ნემჩინოვსა და უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრს ოლეკსანდრ ტკაჩენკოს შეხვდა. შეხვედრა საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინასა და საქართველოს შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას. აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობაა. ამასთან, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა ითქვა, რომ ამ პროგრესის განვითარებისთვის კიდევ ბევრია გასაკეთებელი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ზრდას, უკრაინული ინვესტიციების მოზიდვას, ტურიზმის, ენერგეტიკის, საბორნე და სარკინიგზო მიმოსვლის, ავიაციისა და სახმელეთო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ სექტემბერში, თბილისში საქართველო-უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, რომელიც გასულ წელს პანდემიის გამო გადაიდო. „წელს ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა, რომ ეს კომისია ჩავატაროთ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი დაგროვდა, პირველ რიგში, ეს არის მზარდი ექსპორტი საქართველოდან უკრაინაში, ზოგადად მზარდი ვაჭრობა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ექსპორტი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი პროდუქტებისა და სამრეწველო პროდუქტების კვალობაზე. ასევე საუბარი შეეხო როგორ წავახალისოთ ორ ქვეყანას შორის შავი ზღვის პორტებით საბორნე მიმოსვლა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ლოგისტიკური კავშირი გვქონდეს ამ დერეფანში. უკრაინელები ჩვენი ტრადიციული პარტნიორები არიან და საჭიროა, გავზარდოთ მიმოსვლის სიხშირე და თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, რათა მოვიზიდო უფრო მეტი უკრაინელი ტურისტი და უფრო მეტი უკრაინელი ინვესტორი საქართველოში. ჩვენ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს დასახული სამომავლოდ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 2021 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ამ პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ 218.85 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 25%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან.
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)