15:48 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 11:40:19, 557 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: უკრაინა-საქართველოს ბევრი საერთო გამოწვევა გააჩნია, როგორიც რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციაა

უკრაინას და საქართველოს ძალიან  ბევრი საერთო გამოწვევა და საერთო ინტერესები აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინელ კოლეგასთან ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო შეშფოთება გამოხატა.

„მე მოხარული ვარ, რომ ბატონი დენის შმიგალი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა და ამას ადასტურებს ჩვენი დღევანდელი ვიზიტიც. უკრაინას და საქართველოს აქვს ძალიან  ბევრი საერთო გამოწვევა, საერთო ინტერესები და ჩვენ დღეს განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ეხება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვაჩნია საერთო გამოწვევები და პრობლემა, როგორიც არის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები. ჩემს კოლეგასთან რა თქმა უნდა , გამოვხატე ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან, დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. მე მას დავუდასტურე ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics